вторник, 22 июля 2014 г.

მოდული #8

ამ მოდულში ბლოგზე დავამატეთ ფურცლები, ვისწავლეთ დიზაინის გაკეთება; შევქმენით  ბლოგის ახალი მენიუები; შევქმენით გაჯეთები: ჩემ შესახებ, ბლოგის არქივი, გამოკითხვის გაჯეთი,ბლოგის სტუმრები,ჩემი პროექტი გავაზიარე კოლეგებისათვის; ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა ბლოგში;
 წარმოვადგინეთ  სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები. გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს  და  ამის დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი  ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვაამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისთვის.



понедельник, 21 июля 2014 г.

მოდული #7


გავეცანი სახელმძღვანელოში მე-7 მოდულს.
მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნით სასწავლო გარემოს პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია. ასევე, დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

მოდული #6



მე-6 მოდულში ვიმსჯელეთ, როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები : სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან გავმართავ  დამატებით მეცადინეობებ, არაქართულენოვან მოსწავლეებს    მივცემ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ,  მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის განვავრცობ კვლევით კომპონენტებს მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავების და მათი შესაძლებლობების დონის გაზრდის მიზნით. კერძოდ, დაწერონ ანალიტიკური ესე „გმირობის არსი“. 
  ბოლოს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

მოდული #5

სახელმძღვანელოში გავეცანი მე-5 მოდულის აქტივობებს.

ამ მოდულში გავეცანით, თუ როგორ შეიძლება  გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტების შინაარსის ათვისების, 21- საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.შევიმუშავე შეფასებების გეგმა და გამოვიყენე პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩემი თემისთვის განკუთვნილი პრეზენტაციის შეფასების შესაქმნელად

მოდული #4

 ამ მოდულში ვმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს;როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. Power Point-ში გავაკეთე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი - "ჟიული შარტავა-ცხოვრების გზა".შექმნილი სასწავლო ნიმუში შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით. შემდეგ ჩემი პროექტის გეგმაში შევავსე სასწასვლო პროცედურების აღწერის პუნქტი, სადაც აღვწერე ჩემი პროექტის სამოქმედო გეგმის პროცედურები: საბაზისო ცოდნის შემოწმება.

пятница, 18 июля 2014 г.

მოდული #3

 გავეცანით  სახელმძღვანელოს  მესამე  მოდულს, რომელიც  შეეხებოდა ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებლივ და  ეთიკურ პრაქტიკას.
        ჩვენს  მიერ  უკვე  შექმნილ  საავტორო  უფლებების  საქაღალდეში  ჩამოვტვირთეთ  პაუარ პონტის  პრეზენტაცია "საავტორო  უფლებების  ქაოსი"  და  ასევე  რამოდენიმე  ვორდის  დოკუმენტი, რომელიც  წარმოადგენს  გამოყენებული  ლიტერატურის  მისათითებელ  შაბლონებს.
      ამის  შემდეგ  ვისწავლეთ  gmail-ის  drive-ში  ფაილებისა  და საქაღალდეების  ატვირთვა,  ჩამოტვირთვა, წაშლა, სახელის  გადარქმევა   და  გაზიარება.   

მოდული #2

ტრენინგის  მესამე  დღეს  გავეცანით  სახელმძღვანელოს  მეორე  მოდულს, რის   შემდეგაც  უკვე  შექმნილ  სასწავლო  პროექტის  გეგმაში  შევავსე  გარკვეული  პუნქტები: პროეექტის  თემა  და  ზოგადი  შინაარსი; მოვიძიე  ეროვნულ  სასწავლო  გეგმაში  მიზნები  რომლის  მიღწევაც  მოცემული  პროექტის  მეშვეობით  გახდება  შესაძლებელი; ასევე  შევავსე  მიმართულების  მიმცემი  სააკვანძო  კითხვები.
           ამის  შემდეგ  გავაკეთე პროექტის  power  point-ის    პრეზენტაცია